მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დისტანციურ სწავლების მიდგომებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ანგარიშის გაცნობა მოხდა.
კვლევა განხორციელდა საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის მიერ,
თემაზე: ”სინქრონულ რეჟიმში დისტანციური სწავლებისა და შეფასების გამოწვევები”
შეგახსენებთ, რომ აკადემია ერთ წელზე მეტია ახორციელებს დისტანციურ სწავლებას.
აღნიშნული კვლევის შედეგები წარედგინა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, შეხვედრაზე განხილული იქნა კვლევის მიგნებები და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები განვითარებისთვის.