ჩატარებული მასტერკლასი მიმდინარე წლის 12 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გაიმართა აკადემიის სტუდენტებისა და მსმენელებისთვის დაგეგმილი მასტერკლასი თემაზე: შექმენი ლიდერი საკუთარი თავისგან! მასტერკლასის მიზანი იყო: მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: პირადი პასუხისმგებლობის გამომუშავება, მიზანზე ორიენტირება და გადაწყვეტილების მიღება. მასტერკლასის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია ლიდერული თვისებების განვითარებაზე. მასტერკლასს გაუძღვა ტრენერი: მაკო ჯაოშვილი – პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, კომუნიკაციის ექსპერტი, PH.D. „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი სტრატეგიული მიმართულებით, 15+ გამოცდილება საგანმანათლებლო-საკონსულტაციო სივრცეში. აკადემია ზრუნავს სტუდენტების პიროვნული უნარების განვითარებაზე, რისთვისაც მათ პერიოდულად სთავაზობს საინტერესო ონლაინ შეხვდრების ორგანიზებას.