საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ძალიან მალე, საზოგადოებას შესთავაზებს უახლესი, დუალური მიდგომით სწავლებას ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაზე. სტუდენტები სწავლების პარალელურად ითვლებიან დასაქმებულად პროფესიის შესაბამის პოზიციაზე და მიიღებენ შრომის ანაზღაურებას.
დუალური მიდგომით სწავლებისათვის, მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და კომპანია „ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის.