30 ნოემბერს სენატის სხდომა გაიმართა! მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA- ში, აკადემიის მართვის კოლეგიალური ორგანოს – სენატის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილულ იქნა დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხები,: საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში; საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს 2021- 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა; საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის განვითარების მიზნით წარმოდგენილი ინიცირებების განხილვა; სხვა მიმდინარე საკითხები. სენატის წევრებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები და მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ინიციატივებს.