როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის მოწვევით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის 25 მარტს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის.
➡აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ უცხოელ სტუმრებს, ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა-A და B სასწავლო გარემო, ბიბლიოთეკა; შეხვედრა გაგრძელდა სააქტო დარბაზში, სადაც აკადემიის სტუდენტ-მასწავლებლეთან ერთად მათ ელოდნენ მოწვეული სტუმრები: განათლების ხარისხის ცენტრის პროფესული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი – გიორგი ბერაია, ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – მაია ჩიხლაძე.
✅სამუშაო შეხვედრა „პანელის“ რეჟიმში მიმდინარეობდა, პირველ ნაწილში, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ისაუბრა აკადემიასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ს შორის გაფორმებულ ურთიერთნამშრომლოობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, იმ პრეცენდენტზე რომელსაც ითვალისწინებს ამ ორი ქვეყნის სასწავლებლებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამა. განათლების ხარისხის ცენტრის პროფესული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ აღნიშნა პროფესიული განათლების პერსპექტივები და გერმანიის საგანმანთლებლო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. დაწესებულების ადმინისტრაციამ უპასუხა დასმულ შეკითხებს აკადემიაში არსებული პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკვაშირებით.
✅პანელის მეორე ნაწილი დაეთმო ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის სტუდენტებსა და მასწავლებლებს-ტატიანა ლაბომი და კატერინა უბბენსი. მათ ამომწურავი პასუხები გასცეს აუდიტორიიდან დასმულ შეკითხევებს, რომელიც ძირითადად დუალური მიდგომის სპეციფიკასა და სწავლების მიმართულებებს ეხებოდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, უცხოელ და ქართველ მასწავლებლეს შორის მოხდა გამოცდილების გაზიარება; დასასრულს დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პესპექტივები. აკადემიის დირექტორმა სტუმრებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები.