მიმდინარე წლის 12 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდა Dreamapply-ს (სტუდენტთა მიღების პლატფორმა) წარმომადგენელი, რომელმაც აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გააცნო აღნიშნული პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა.
Dreamapply ხელს უწყობს სტუდენტების დარეგისტრირებას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად, მისი გამოყენება იგეგმება საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროექტ “Study in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
აკადემია გამოთქვამს მზაობას, გამოიყენოს Dreamapply-ის პლატფორმა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მიღების მიზნით.