დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ პროფორიენტაციის ფარგლებში, პარტნიორი დაწესებულების ,,სკოლა ოპიზას” მე-9 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს დარგობრივი აუდიტორიები და სასწავლო ლაბორატორიები.
მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აკადემიის იმიტირებულ სასწავლო ლაბორატორიებში მოწყობილ შემდეგ სიმულაციურ პროცესებში: პირველადი გადაუდებელი დახმარება, ქიმიური ცდების ჩატარება და კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა.
ვიზიტის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მიეწოდათ ინფორმაცია
მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურებზე;
სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისა და
პროფესიული სტუდენტის შესაძლებლობებზე.
შეხვედრა იყო ინტერაქტიული ხასიათის და სკოლის მოსწავლეები აქტიურად სვამდნენ მათთვის საინტერესო კითხვებს.