დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, აღნიშნულ შესხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
სტუმრებმა შეხვედრის ბოლოს დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს, დარგობრივ ლაბორატორიებს, მიიღეს ინფორმაცია აკადემიის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.