იდევ ერთი სასიამოვნო სიახლე!
მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მიენიჭა!
არაფორმალური განათლების აღიარება პირს აძლევს შესაძლებლობას:
მოახდინოს არაფორმალურ გარემოში მიღებული ცოდნის აღიარება,
მიიღოს სრული კვალიფიკაცია (შესაბამისად სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)
ან დააგროვოს კრედიტები კვალიფიკაციის სამომავლოდ მისაღებად.
არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის, ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება:
მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის;
პიროვნული განვითარების ხელშეწყობისთვის;
სწავლის გაგრძელების ხელშეწყობისთვის;
ვალიფიკაციის მინიჭების ხელშეწყობისთვის;
დასაქმების ხელშეწყობისთვის;
კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.