საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში განახორციელებს:
მულტილინგვურობის კომპეტენციის კურსს (კურსი გულისხმობს ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენების შესწავლას B1 დონეზე)
ციფრული კომპეტენციის კურსს
(კურსი გულისხმობს აიტი უნარების გაუმჯობესებას)
გაცნობებთ, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
სასწავლო პროცესი კი, ოქტომბრის თვეში ონლაინ რეჟიმში დაიწყება.
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
ტრენინგ კურსებზე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ლინკზე:
მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA!
საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და
განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი,
ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.
აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის და რეგიონალური სერვის ცენტრების მისამართებია:
ცენტრალური ოფისი: ქ. თბილისი; მიხეილ ასათიანის 9;
თბილისი: მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
აჭარა: ქ. ბათუმი; ტაბიძის 2 ა;
სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქ. ზუგდიდი; აღმაშენებლის 106;
იმერეთი: ქ. ქუთაისი; ტაბიძის 40;
გურია: ქ. ოზურგეთი; ჭავჭავაძის 19;
შიდა ქართლი: ქ. გორი; გმირების 18;
კახეთი: ქ. თელავი; აღმაშენებლის 41;
ქვემო ქართლი: ქ. რუსთავი; ცურტაველის 5 ა.
მოკლევადიანი კურსები „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის
ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი
კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.