საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში ციფრული კომპეტენციის კურსს განახორციელებს!
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იწყებს მოკლევადიან ტრენინგ კურსებს საკვანძო კომპეტენციებში.
მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება.
სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.
სასწავლო ტრენინგ კურსი აკადემიის მიერ წარიმართება ციფრული კომპეტენციის მიმართულებით!
საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში – worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.
აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.
სააგენტოს სერვისცენტრების მისამართებია:
ქ. თბილისი: ასათიანის 9; მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;
ქ. ბათუმი – ტაბიძის 2 ა;
ქ. ზუგდიდი – აღმაშენებლის 106;
ქ. ქუთაისი – ტაბიძის 40;
ქ. ოზურგეთი – ჭავჭავაძის 19;
ქ. გორი – გმირების 18;
ქ. თელავი – აღმაშენებლის 41;
ქ. რუსთავი – ცურტაველის 5 ა.
მოკლევადიანი კურსები ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა!