მიმდინარე წლის 13 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნატალია ჩუბინიძე და ამავე დეპარტამენტის
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – სალომე ლომსაძე გაესაუბრნენ აკადემიის გერიატრიული ასისტენტენის პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელებს.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა სწავლის დასრულების შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში კურსდამთავრებულთა დროებითი დასაქმება.