მიმდინარე წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც ითვალისწინებს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.