სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „ნიკორა ტრეიდის“ რეკრუტინგ-მენეჯერი ქალბატონი ნინო ადამაშვილი შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრის მიზანი „ნიკორა ტრეიდში“ არსებული ვაკანსიების შეთავაზება იყო. ქალბატონმა ნინომ სტუდენტებს გააცნო პირობები და მათთვის მორგებული გრაფიკი შესთავაზა. გასაუბრების შედეგად შეირჩა კანდიდატები. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და […]

გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ „კორპორაცია ქინძმარაულთან“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებული პარტნიორების შემოკრებას, ამის ნათელი მაგალითია 2018 წლის 16 სექტემბერს „კორპორაცია ქინძმარაულთან“ დადებული ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. “კორპორაცია ქინძმარაული” არის წარმატებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში და ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო […]

”მულტპლიკატორების“ დაჯილდოვების ცერემონია

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში სამუშაო ადგილზე/საწარმოებში დუალურ პროფესიულ სწავლებაზე პასუხიმგებელი პირების ე.წ ”მულტპლიკატორების“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მულტიპლიკატორებმა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სწავლების პროცესი საწარმოებში, გაიარეს სატრენინგო კურსები, რომელიც სამუშაო ადგილზე კოლეჯის სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს შექმნის შესახებ გერმანული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას […]

სერტიფიკატის გადაცემა

მიმდინარე წელს საქართველოს სკოლებისა და საწარმოების წარმომადგენლები გერმანიაში საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარს დაესწრნენ, აღნიშნულ ღონისძიებას აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა. გადამზადების სემინარი შეეხებოდა მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელ საპილოტე პროექტს. პროგრამა მიზნად ისახავს თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგების საფუძველზე, პროფესიული განათლების სკოლებსა და საწარმოებში განხორციელების პრაქტიკული გამოცდილებების გადაცემას და თანამშრომლობითი სწავლების იდეის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტის შემდგომი ეტაპი […]

ტრენინგი თემაზე: „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაგეგმვა და შეფასება“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ აკადემიის პროფესიული საგანმანთლბელო პროგრამის განმახორციელებელი პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაგეგმვა და შეფასება“. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმა, კალენდარული გეგმების შედგენის ახალი მეთოდები, სწავლების მეთოდების შერჩევა და პროფესიული სტუდენტის შეფასების კომპონენტის დაგეგმვა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს […]

მედიატური სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“

2018 წლის 14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო. საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA სამი წელია ჩართულია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. […]

შეხვედრა გერმანიის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვივნენ გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ დელმენჰორსტის „პროფესიული განათლების სკოლა II“ დირექტორი ულიჰ დროსთი, ქალაქ ოლდენბურგის პროფესიული განათლების სკოლის „ეკონომიკური სამართლის ადმინისტრაცია – ევროპული სკოლის“ დირექტორი ოლივერ ფუნდტი და ეკონომიკის პედაგოგი ტატიანა ლაბოჰმსი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა […]

ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა. საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა. 2018 წლის 3 სექტემბერს საბჭოს პირველი […]

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და  ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიის – SBA-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას […]

SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს

დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო და დღემდე მას მხოლოდ საჯარო კოლეჯები ახორციელებდნენ. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დუალური პროგრამის განხორციელებას იწყებს. დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პონეტციური დამსაქმებელი, პროგრამის უმეტესი ნაწილის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც სტუდენტთა დასაქმების […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მიიღო ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით

2018 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღი ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით. ავტორიზაციის საბჭომ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, კერძო კოლეჯებს შორის, ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად აღიარა და მიულოცა დამსახურებული წარმატება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ახალი სასწავლო წლიდან განახორციელებს ცხრა მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამავე დროს, ის პირველია, კერძო კოლეჯებს შორის, რომელიც ბუღალტრული […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ, Premium Pertile Ivory Coast-თან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. Premium Pertile Ivory Coast-ის გენერალურმა მეჯენერმა, ბატონმა ბეგრე სერჟ პაკომმა, დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 31 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდაზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიის სტუდენტის, გიორგი ქუშაშვილის ბიზნეს იდეა, სპორტულ-გასართობი ცენტრის შექმნა ყაზბეგში, უკვე დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „People in Need”. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!

შეხვედრა კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელთან

მიმდინარე წლის 28 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ კოტ-დ’ ივუარის მთავრობის წარმომადგენელი- ბატონი ბეგრე სერჟ პაკომი, PPSI-ს გენერალური მენეჯერი და კომპანია „პარავანპერლიტის“ დამფუძნებელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების სწავლების ორგანიზების, დამატებითი კონტიგენტის მოზიდვის, მათი სწორად შერჩევის, სავიზო პრობლემების მოგვარებისა და საქართველოში უცხოელი სტუდენტების სოციალიზაციის საკითხებს. მხარეებმა […]

პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიც. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!

სტუდენტებთან შეხვედრა

2018 წლის 10 ივლისს, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაზე მოხდა სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ორიენტირებულია მისი მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაზე. პროექტი შემუშავდა სტუდენტების ჩართულობით.

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკაზე აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “გუდვილში”.

სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები. აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.

სასერტიფიკატო გამოცდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები სასერტიფიკატო გამოცდაზე.

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკასზე, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ტერაბანკში”.

შეხვედრა დამსაქმებლებთან

მიმდინარე წლის 6 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკადემიის მიერ გადამზადებულ დამამთავრებელი კურსის მსმენელთათვის მოეწყო შეხვედრა დამსაქმებლებთან, შემდგომი დასაქმების მიზნით.  

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ელიზა იგიტხანიანი საწარმოო პრაქტიკაზე თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში.  

„Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

მიმდინარე წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც ითვალისწინებს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

2018 წლის 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“. აღნიშნული კონფერენციით შეჯამდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული იმ მასშტაბური პროექტის მიღწევები და შედეგები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად საქართველოს რეგიონებში ერთიანი მოდელისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. […]

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები, ს გადიან აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია „გაკო ტერმინალში“  

საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარი გერმანიაში

მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სკოლებისა და საწარმოების წარმომადგენლები გერმანიაში საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარს დაესწრნენ, აღნიშნულ ღონისძიებას აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა. გადამზადების სემინარი დაწესებულებებთან პროფესიული განათლების პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო სკოლისა და საწარმოსთვის, როგორც სწავლების ადგილებისათვის. რომელიც ითვალისწინებს გადამზადების სხვადასხვა ღონისძიებებს, მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტი. პროგრამა მიზნად ისახავს თბილისში ჩატარებული […]

ვიზიტი აკადემიაში

2018 წლის 25 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ვიზიტზე იმყოფებოდა ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ზაზა ფურცელაძე და განათლების საერთაშორისო ექსპერტები შუხრატ ამანოვი და ანა ჯასთისი. ვიზიტის მიზანი გახლდათ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემისა და აკადემიის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.

აკადემიის მსმენელები საწარმოო პრაქტიკაზე, თბილისის 58-ე საბავშვო ბაგა-ბაღში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკას გადიან აკადემიის პარტნიორ თბილისის 58-ე საბავშვო ბაგა-ბაღში.

აკადემიის მსმენელები საწარმოო პრაქტიკაზე „გუდვილში“

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკას გადიან აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია „გუდვილში“.