საწარმოო პრაქტიკა თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ, თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში.

საწარმოო პრაქტიკა “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”.

საწარმოო პრაქტიკა “ჯეოტურანში”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ჯეოტურანში”.

საწარმოო პრაქტიკა “ჯეოტურანში”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ჯეოტურანში”.

საწარმოო პრაქტიკას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და შემოსავლების სამსახურის პარტნიორობის ფარგლებში საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 14 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და პროფესიული კოლეჯ- თეთნულდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია აკადემიის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება მათი საერთაშორისო კურსებში ჩარიცხვა, მომზადება შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. ასევე ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტების დანერგვა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

საწარმოო პრაქტიკა “გუდვილში”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიზნესის მართვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “გუდვილში”        

პრაქტიკა “ტერაბანკში”

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ტერაბანკში”.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 14 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სსიპ ქალაქ თბილისის №153 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა, პროფესიული განათლების განვითარება და საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფორიენტაციისა და მომავალი განათლების დაგეგმვის ხელშეწყობა. ასევე, პროფეიულ სტუდენტთა ჩართვა, რეალურ სამუშაო გარემოში.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სსიპ ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა, პროფესიული განათლების განვითარება და ამ სისტემის უზრუნველყოფა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთათვის, რაც ხელს შეუწყობს სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფორიენტაციასა და მომავალი განათლების დაგეგმვას.  

პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელობით განხორციელდა ინკლუზიური განათლების პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ . აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულებისათვის კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნათია მირინაშვილი, ნანტითო მუსაევა, კობა ჭილაძე, […]

Dreamapply (სტუდენტთა მიღების პლატფორმა)

მიმდინარე წლის 12 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდა Dreamapply-ს (სტუდენტთა მიღების პლატფორმა) წარმომადგენელი, რომელმაც აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გააცნო აღნიშნული პლატფორმის მუშაობის სპეციფიკა. Dreamapply ხელს უწყობს სტუდენტების დარეგისტრირებას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად, მისი გამოყენება იგეგმება საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროექტ “Study in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აკადემია გამოთქვამს მზაობას, გამოიყენოს Dreamapply-ის პლატფორმა […]

სკოლა „ახალი თაობა“ მემორანდუმი

2018 წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ეწვია, სკოლა „ახალი თაობის“ დირექტორი ქალბატონი ანა უსტიაშვილი, მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სკოლა „ახალი თაობას“ შორის გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას, პროფესიული განათლების განვითარებასა და ამ სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფას სკოლაში, […]

ტრენინგი

2018 წლის 31მაისსა და 1 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (მოდულური/დუალური) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ კერძო კოლეჯების წარმომადგენლები.  

ევროკავშირის რევიზიის მისია

პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ 2015-2017 წლებში 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი) და სახელმწიფო უწყებებებთან ერთად დასაქმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაზე, ინსტიტუციურ რეფორმაზე, ინფორმაციული სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ასევე დასაქმების საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმუშავა. საქართველოში იმყოფება ევროკავშირის რევიზიის მისია, ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის […]

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „გაცვლითი კურსის ფორმირება”. ლექციაზე განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, ფიქსირებული და მცურავი კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციის ბოლოს ბატონ გიორგის აკადემიისგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის […]

“ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაში

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa “ფინანსური განათლების წლის” ფარგლებში, საზოგადოებას “ფინანსური ფეხბურთის” ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს. “ფინანსური ფეხბურთი” ინტერაქტიული ონლაინ თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ მოსახლეობაზეც, და რომლის მიზანსაც მათთვის პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება წარმოადგენს. თამაშის პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმროში “ბილტმორი” […]

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამის სტუდენტები. აღნიშნული კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა: 1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები 2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში 3. სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის […]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტი

მიმდინარე წლის 18 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“. ადგილზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ჩატარდა გაცნობითი სახის სემინარი.

ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“

2018 წლის 18 მაისს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „შრომის ბაზრის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი“. ტრენინგის მიზანი იყო შრომის ბაზრის შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების განვითარება ტრენინგის მონაწილეთათვის, ასევე მარტივი ანალიზი და ანგარიშის შედგენა. აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორი, ქ-ნ ია ერაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის […]

„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.

2018 წლის 17 მაისს, ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს. რუსთავის სერისცენტრის უფროსი ბატონი სულიკო ნანიტაშვილი და სერვისცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსწავლეებს. როგორც გადასახადების მომავალმა გადამხდელებმა, რუსთავის სერვისცენტრი დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სერვისცენტრებში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებისა […]

ესტონეთის დელეგაცია SBA-ში

2018 წლის 15 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ეწვია ესტონეთის დელეგაცია. შეხვედრა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა, სტუმრებმა შეხვედრის დაწყებამდე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტმა ნია გუგუნავამ დამსწრე სტუმრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის შესახებ, მის მიზნებსა და ამოცანებზე. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გოგა ბერაიამ, ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაზე, საქართველოს […]

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 4 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა აკადემიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, სტრუქტურათა ერთეულებმა წარმოადგინეს დაგეგმილი აქტივობების შუალედური შეფასება. დაიგეგმა მომავალი შეხვედრის თარიღი.  

თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა

2018 წლის 1 მაისიდან, საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოხმარების წესები შეიცვალა. დაწესებულების შენობასა და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტოიაზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. წესების დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდება კანონის დამრღვევი პირი.

კონფერენცია

2018 წლის 26-27 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა თემაზე: „არსებული ტენდენციები ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“. კონფერენციაში მონაწილეობდა აკადემიის მოწვეული სპეციალისტი, პროფესორი ქ-ნ ნინო მუშკუდიანი, რომელმაც წარადგინა თემა „ელექტრონული გადახდების განვითარება საქართველოში“.

საინფორმაციო სემინარი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

2018 წლის 27 და 28 აპრილს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ვარძიაში ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გაიმართა დისკუსიები ყველა […]

„ბიზნესი და გაზაფხული“

მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემეცნებითი ექსკურსია „ბიზნესი და გაზაფხული“ მოეწყო. აკადემიის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი, ხორნაბუჯის ციხესიმაგრე, ელიას მთა. დღის ბოლოს ისინი ესტუმრნენ დედოფლის წყაროში მდებარე ფერმას, რომელსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ფერმერი უძღვება. მან სტუმრებს უამბო როგორ მიაღწია წარმატებას და გააცნო ფერმაში მუშაობის სპეციფიკა დუალური […]

EBSCO-ს სემინარი

2018 წლის 24 აპრილს, კომპანია Innovative Systems Management-ისა და კომპანია EBSCO-ს ერთობლიობით ჩაატარდა EBSCO-ს სემინარი, რომლის მიზანი იყო მომხმარებლისთვის EBSCO-ს ელექტრონული ბაზების გაცნობა, გამოწერა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა. აღნიშნულ სემინარს ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბიბლიოთეკის გამგე, ქალბატონი მარიამ მელაშვილი.  

ტრენინგი „ადამიანური რესურსების მართვა”

HR პროფესიონალთა გილდია (HRPG) და საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გთავაზობთ ტრენინგს „ადამიანური რესურსების მართვა” “…თუ ეხლა არა, მაშინ როდის?“ ამონარიდი თალმუდიდან ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია იმ სპეციალისტების ნიჭსა და უნარებზე, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელვნად არის დამოკიდებული კორპორატიულ კულტურასა და იმ ურთიერთობის სტილზე, რომელიც […]

კომპანია ოდისეას სტაჟირება

2018 წლის 19 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორი კომპანია ოდისეას წარმომადგენლები აკადემიის სტუდენტებს შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფრომაცია ტელემარკეტერის პოზიციაზე ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, დასაქმების პერსპექტივით. აკადემიის სტუდენტებს ადგილზე ჩაუტარდათ გასაუბრება. მათგან შეირჩა 5 სტუდენტი.