სიახლეები

სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის

სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები. აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.

სასერტიფიკატო გამოცდა

სასერტიფიკატო გამოცდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები სასერტიფიკატო გამოცდაზე.

საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკასზე, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ტერაბანკში”.

შეხვედრა დამსაქმებლებთან

შეხვედრა დამსაქმებლებთან

მიმდინარე წლის 6 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკადემიის მიერ გადამზადებულ დამამთავრებელი კურსის მსმენელთათვის მოეწყო შეხვედრა დამსაქმებლებთან, შემდგომი დასაქმების მიზნით.  

საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ელიზა იგიტხანიანი საწარმოო პრაქტიკაზე თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში.  

„Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

„Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

მიმდინარე წლის 4 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „Synergy“ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკის შესახებ დაწესებულებებს შორის. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის, რაც ითვალისწინებს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

2018 წლის 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“. აღნიშნული კონფერენციით შეჯამდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული იმ მასშტაბური პროექტის მიღწევები და შედეგები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად საქართველოს რეგიონებში ერთიანი მოდელისა და […]

Read More

საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები, ს გადიან აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია „გაკო ტერმინალში“  

საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარი გერმანიაში

საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარი გერმანიაში

მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სკოლებისა და საწარმოების წარმომადგენლები გერმანიაში საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარს დაესწრნენ, აღნიშნულ ღონისძიებას აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა. გადამზადების სემინარი დაწესებულებებთან პროფესიული განათლების პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო სკოლისა და საწარმოსთვის, როგორც სწავლების ადგილებისათვის. რომელიც ითვალისწინებს გადამზადების სხვადასხვა ღონისძიებებს, მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტი. […]

Read More