კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“

2018 წლის 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“.
აღნიშნული კონფერენციით შეჯამდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული იმ მასშტაბური პროექტის მიღწევები და შედეგები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად საქართველოს რეგიონებში ერთიანი მოდელისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა იაშვილი.