ახალი პლათფორმა სტუდენტებისთვის

ახალი პლათფორმა სტუდენტებისთვის

📣საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA იწყებს თანამშრომლობას კომპანია STREGI-სთან‼️
STREGI წარმოადგენს სტრატეგიული ბრენდისა და ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, რომელიც ახორციელებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრების სხვადასხვა პროექტებს.
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების მხარდაჭერასა და დამატებითი სერვისების შეთავაზებას. პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აკადემიაში მიმდინარე პროცესების მუშაობა. შეიქმნება სტუდენტური პლათფორმა, რომლის შედეგადაც სტუდენტებს ექნებათ დისტანციურად წვდომა მათთვის საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორც სასწავლო პროცესის, ასევე აკადემიის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აკადემიაში გაიმართა 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა, პირველ დღეს მოხდა პროექტის ძირითადი მონახაზის განხილვა აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალთან, ხოლო მეორე დღეს პროექტის მენეჯერთან.
შეხვედრების შედეგად დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები.