ახალი პროექტის შესახებ

ახალი პროექტის შესახებ

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, საზოგადოებისათვის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. აღნიშნული მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელსაც აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ: აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი შორენა ხუბუნაია, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკიდან: საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ალექსანდრე ქოჩიაშვილი, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა განყოფილების უფროსი, ბატონი ლაშა გზირიშვილი და ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი, ქალბატონი მარიამ გუნიავა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „ საფინანსო სერვისების“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის თანამედროვე მიდგომების, დარგში მიმდინარე პროფესიული სიახლეებისა და სპეციფიკის გაცნობას. უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, საზოგადოებას შესთავაზებს ”საფინანსო სერვისების“ მიმართულებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება ქვეყნის წარმატებული საფინანსო კომპანიები და სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვედ აღჭურვილ იმიტირებულ გარემოში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სთან, აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.