ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 31 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდაზე, სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიის სტუდენტის, გიორგი ქუშაშვილის ბიზნეს იდეა, სპორტულ-გასართობი ცენტრის შექმნა ყაზბეგში, უკვე დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „People in Need”.
აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!