გაიცანი SBA-ის წარმატებული პერსონალი

გაიცანი SBA-ის წარმატებული პერსონალი

🔵გაიცანით საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA- ის საბაჟო საქმის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნათია გაჩეჩილაძე.
🎓განათლება:
↪️ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე,
↪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ადმინისტრირება, მეცნიერების და ხელოვნების მაგისტრი
🔰 პროფესიული გამოცდილება:
✅სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს ეკევა შემდეგი პოზიციები:
↪სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი,
↪სგპ “სადახლო-სარკინიგზოს” უფროსი მებაჟე-ოფიცერი,
↪სგპ “სადახლო-საავტომობილოს” უფროსი მებაჟე-ოფიცერი,
↪ასევე იყო სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კანცელარიის სტაჟიორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
👉გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა კურსები:
➡️ევროკავშირის პროექტი, საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის მთავარი კურსი,
➡️შსს აკადემია, საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო-გამშვები პუნქტების სტაჟიორების თეორიული მომზადების კურსი,
➡️ევროკავშირის პროექტი, ევროკავშირის ვეტერინარული კონტროლის პროცედურები,
➡️განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში და სხვ.
✅“SBA ეს არის მოსიყვარულე და შეკრული გუნდი, რომელიც შედგება განათლებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანებისგან. ამ გუნდის სათავეშია თავის საქმის პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომლის დამოკიდებულებაც დადებით გავლენას ახდენს გუნდის წინსვლასა და განვითარებაზე”
✅”მიხარია, რომ ვარ ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი, და მაქვს საშუალება ვაკეთო საყვარელი საქმე. SBA ჩემთვის არის ახდენილი ოცნება და ვიმედოვნებ აქ წარმართული სწავლა/სწავლების პროცესი იქნება ნაყოფიერი, მუდმივად განვითარებადი და სასიკეთო ცვლილებებით სავსე’’