გენდერული თანასწორობა და შრომით უფლებები

გენდერული თანასწორობა და შრომით უფლებები

2019 წლის, 23-24-25 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ლოლიტაში, სამდღიანი სემინარი მიმდინარეობდა თემაზე: “გენდერული თანასწორობა და შრომით უფლებები “.
სემინარი გახსნა საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, სემინარს უძღვებოდა და ორგანიზებას უწევდა ამერიკის სოლიდარობის ცენტრი თბილისის და ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები.
სემინარზე განხილული იყო, გენდერის სოციალური მნიშვნელობა, სქესსა და გენდერის ცნებებს შორის განსხვავება, საქართველოს არსებული შრომისა და დასაქმების კანონმდებლობის ანალიზი გენდერის კონტექსტში, შრომით უფლებებზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ამ მიმართულებით. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები და გენდერული თანასწორობის განმტკიცების გზაზე არსებული გამოწვევების ეფექტური დაძლევისათვის გეგმები და გზები.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერული სამსახურის სპეციალისტი.