მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში. ამასთანავე, სახელმწიფოში არსებული კანონით განსაზღვრული მომსახურებებისა და უფლებების შესახებ.