გერმანელი პარტნიორების ვიზიტი SBA-ში

გერმანელი პარტნიორების ვიზიტი SBA-ში

🔹მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ გერმანელი პარტნიორები.
🔹ოლდენბურგის პროფესიული სწავლების ცენტრის BBS Wechloy-ს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
🔹აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანიის საგანმანთლებლო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება.
🔹შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის და წარიმართა კითხვა პასუხის ფორმატში.
🔹აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა უცხოელი პარტნიორებისთვის დაესვათ შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე და მიეღოთ ამოწურავი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.