გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ეწვია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „გაცვლითი კურსის ფორმირება”. ლექციაზე განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, ფიქსირებული და მცურავი კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციის ბოლოს ბატონ გიორგის აკადემიისგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის ბატონ გიორგის საინტერესო ლექციისათვის.