გრძელდება სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

გრძელდება სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

გრძელდება სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა “მომავლის ბიზნესმენების“, რომელიც გაიმართა 20 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ქალაქ რუსთავის N 17 საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის.
თამაშში მონაწილე მოსწავლეები მეტად პასუხისმგებლობითა და მომზადებულობით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N17 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი გიორგი ჯიმშლეიშვილი, გუნდის წევრები: აკაკი ციცქიშვილი, ლევან მეგრელიძე, თოკო ლომინაძე და მალხაზ ფაიქრიძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 3 აპრილს სუპერფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ქალაქ რუსთავის თეატრში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.