დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები SBA-ში

დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები SBA-ში

🔵საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მიმდინარე წლის 15 ივნისს დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
🔰დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს დირექტორი მადს ბუგე მადსენი, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს პროგრამის ოფიცერი ემილ ბერკი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები რაისა ლიპარტელიანი და ეთერ მათურელი აქტიურად არიან ჩართული პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში.
➡️შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოში, პროფესიულ განათლებაში, მიმდინარე ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა დამსაქმებლებთან და ბიზნესგაერთიანებებთან თანამშრომლობა, სოციალური პარტნიორობის ამოქმედების აუცილებლობა.
♻️სტუმრებს წარედგინათ მოკლე პრეზენტაცია პროფესიული განათლებისა და აკადემიის მიღწევების შესახებ.
👉მათ დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, დარგობრივი ლაბორატორიები, გაეცნენ აკადემიის მუშაობის სპეციფიკას.
🔰შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.