დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი

დამსაქმებელთა მხრიდან საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნილების გაზრდამ განაპირობა დასაქმების ფორუმის მოწვევა. მიმდინარე წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA უმასპინძლებს აღნიშნულ ღონისძიებას.
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ის, პარტნიორი ორგანიზაციები ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესთავაზებენ რეალურ ვაკანსიებს. სამუშაოს მაძიებლებმა თან უნდა იქონიონ რეზიუმე- CV და გასაუბრება გაიარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან.