დასაქმების ფორუმი 2018

დასაქმების ფორუმი 2018

2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 25-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს 2 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროდან. სამუშაოს მაძიებლებმა პოტენციურ დამსაქმებლებს წარუდგინეს რეზიუმე- CV და გაიარეს გასაუბრება.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი, სამუშაოს მაძიებელთათვის ერთ სივრცეში, ერთდროულად გაცნობოდნენ სხვადასხვა შეთავაზებასა და დასაქმებულიყვნენ მათთვის შესაფერის სამუშაო ადგილებზე.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის კარიერის სამსახური ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე და უსურვებს წარმატებებს.