დასაქმების ფორუმი 2023

დასაქმების ფორუმი 2023

📢 2023 წლის 27 სექტემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!

დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ აქტიურ ვაკანსიებს.

ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან აკადემიის სადიპლომო და მოკლევადიანი პროგრამების შემდეგი მიმართულებების კურსდამთავრებულები:

🔵 ფარმაცია
🔵 ფინანსები
🔵 ლოგისტიკა
🔵 საბაჟო საქმე
🔵 საექთნო საქმე
🔵 ბუღალტრული აღრიცხვა
🔵 სკოლამდელი განათლება
🔵 ინფორმაციის ტექნოლოგია
🔵 კომპიუტერული ქსელი და სისტემები
🔴 საბაჟო დეკლარირება
🔴 საწყობის ლოგისტიკა
🔴 გერიატრიული ასისტენტი
🔴 პარაფარმაციის კონსულტანტი
🔴 სალაროს ოპერაციების განხორციელება
🔴 ფარმაცევტული ზრუნვა (კონსულტირება)
🔴 კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
🔴 საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება
🔴 სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (spa) მუშაობა
🔴 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა

🔴 სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

🔗 დაინტერესების შემთხვევაში დამსაქმებელ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ფორუმში, რისთვისაც საჭიროა შეავსონ მოცემული ბმული – https://bit.ly/48gzael

🔗 ღონისძიებაზე დასწრების მსურველები, გთხოვთ მიჰყევით ბმულს – https://bit.ly/3ZjLdTY