დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“-ს მესამე პავლიონში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩაატარა დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნა 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, მრავალპროფილიანი და მაღალანაზღაურებადი ვაკანსიებით.

ფორუმი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ზაზა სოფრომაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს მიმართა და დასაქმების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებსა და გეგმებზე შემაჯამებელი ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა. მომზადება- გადამზადებისა, სტაჟირების პროგრამების და პროფესიული განათლების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. აქვე, შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ შექმნილი საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციაც.

დასაქმების ფორუმს დაესწრო ,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი პროგრამის მსმენელების 90 % , რომელთაც საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასაუბრებოდნენ და გაცნობოდნენ შემოთავაზებულ ვაკანტურ პოზიციებს.