დასრულდა სასწავლო პროცესი „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტის“ ფარგლებში

დასრულდა სასწავლო პროცესი „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტის“ ფარგლებში

2016 წლის პირველ დეკემბერს, დასრულდა სასწავლო პროცესი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტის“ ფარგლებში.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელდა შვიდი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რამაც ხელი შეუწყო დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევას. სერტიფიცირების პროცესი წარმატებით დასრულდა და მსმენელებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ სერტიფიკატები.