დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

მიმდინარე წლის პირველ აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, პროფესიული მომზადების პროგრამის – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში” კურსდამთავრებულთა მე-3 და მე-4 ნაკადის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
🔰როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA
GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”.
✅შეგახსენებთ, რომ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია პირველი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც ასოციაციაში გაერთიანებული კომპანიების მხარდასაჭერად პროფესიული მომზადების პროგრამას ახორციელებს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისთან ერთად.
♻ აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება.
🔰ტრადიციულად, კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება მიულოცეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ.
🔰ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად.
🔰ღონისძიების ბოლოს, კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.