ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ში მიმდინარობს კონკურსი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“. მიმდინარე წლის პირველ მარტს, აკადემიაში გაიმართა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი, რუსთავის მე-4 და 10-ე საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის. ნახევარფინალის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. თამაშის დაწყებამდე, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფარსტუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს.
ნახევარფინალში, მე-4 საჯარო სკოლის გუნდებს შორის, გაიმარჯვა ელენე წიკლაურის ხოლო, მე-10 საჯარო სკოლის გუნდებს შორის დავით ყაველაშვილის ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, აკადემია წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.