ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი

ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი

საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ში გრძელდება კონკურსი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“. მიმდინარე წლის პირველ მარტს, აკადემიაში გაიმართა „მომავლის ბიზნესმენების“ ნახევარფინალი, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის. ნახევარფინალის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. თამაშის დაწყებამდე, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფარსტუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს.
ნახევარფინალში, მე-17 საჯარო სკოლის გუნდებს შორის, გაიმარჯვა სალომე ზათიაშვილის ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, აკადემია წარმატებას უსურვებს მონაწილეებს.