ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადა

ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადა

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA ატარებს ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადას.
ნახევარფინალი გაიმართა12 აპრილს, ბათუმის N1, N2 და N14 საჯარო სკოლის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მენეჯერების გამოვლენა. ნახევარფინალში N1 სკოლაში გაიმარჯვა ანა დევაძის ხუთეულმა, N2 სკოლაში გაიმარჯვა ვაჟა ხიმშიაშვილის ხუთეულმა, ხოლო N14 სკოლაში გაიმარჯვა მარიამ ბოლქვაძის ხუთეულმა.
ოლიმპიადის წესების თანახმად, ამ გუნდის წევრები ავტომატურად გახდნენ მენეჯერები და წაგებული გუნდების წევრებისაგან შექმნეს საკუთარი გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შიდა ფინალურ შეხვედრაზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.
შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.