ისრაელის საელჩოს მიმართვა

ისრაელის საელჩოს მიმართვა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა.
➡საკონკურსო ნომინაციებში, ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომ გადასცა.
➡წლევანდელი სპეცალური პრიზის მფლობელი გახდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სკოლის დირექტორი ნატა ჩხაიძე.
➡აკადემიამ ოფიციალურად მადლობა გამოუცხადა ისრაელის საელჩოს ქალბატონი ნატა ჩხაიძის დაჯილდოებისთვის.
➡საპასუხოდ ისრაელის საელჩომ აკადემიას მიმართა:
,,დიდი მადლობა! სასიამოვნოა ისრაელის ელჩისთვის, ბატონი გიდორისთვის და სრულიად საელჩოსთვის, ისეთი ნიჭიერი ხალხის დაჯილდოვება, როგორიც არის ქალბატონი ნატა, გისურვებთ წარმატებებსა და ახალი მიზნების მიღწევას.”