კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“

2019 წლის 11 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, აღნიშნულ კონკურსში უკვე მესამედ დაჯილდოვდა, აკადემიის დირეტორს ქალბატონ ია ერაძეს გადაეცა სერტიფიკატი .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაციას.