კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

2018 წლის 20 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა და მასში ოცდათერთმეტმა განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამი გამარჯვებული გამოავლინა.
დაჯილდოების ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიესალმა: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაციას.
აღნიშნულ კონკურსში დაჯილდოვდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, რისთვისაც აკადემიის დირეტორს ქალბატონ ია ერაძეს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სერტიფიკატი გადასცა.