მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტიდან, პროფესიული უნარების სააგენტოდან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
სტუდენტებმა გამოიყენეს უნიკალური შესაძლებლობა მიეღოთ მათთვის სასურველი და ამავდროულად მოთხოვნადი პროფესიის დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, რაც, მათ, განათლების შემდგომ საფეხურზე, ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.