ლოგისტიკის ინტეგრირებული პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

ლოგისტიკის ინტეგრირებული პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გაიმართა ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტიდან, პროფესიული უნარების სააგენტოდან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

აკადემიის დირექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული დიპლომების მიღება და ისაუბრეს ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწევაზე.

სტუდენტებმა გამოიყენეს უნიკალური შესაძლებლობა მიეღოთ მათთვის სასურველი და ამავდროულად მოთხოვნადი პროფესიის დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან, რაც, მათ, განათლების შემდგომ საფეხურზე, ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან, კურსდამრებულებთან და მათ მშობლებთან ერთად, ესწრებოდნენ აკადემიის ლოგისტიკის და კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ულოცავს კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებულ პროფესიულ კარიერას.