მედიატური სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“

მედიატური სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“

2018 წლის 14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო.
საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA სამი წელია ჩართულია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. აკადემია საგანმანათლებლო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაციის ტიტულით დაჯილდოვდა.
აღნიშნულ მედიატურში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.