მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-7 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამის სტუდენტები. აღნიშნული კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა: 1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები 2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში 3. სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის პირობებში 4. განათლების სისტემის განვითარების პრობლემები 5. ბიზნესის განვითარების პრობლემები 6. ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი პრობლემები 7. საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენება ეკონომიკასა და ბიზნესში 8. ნაციონალური ტურიზმის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის პირობებში.
დღის ბოლოს, მონაწილეებმა კონფერენციის ბანერზე დატოვეს საკუთარი ხელმოწერები, რაც აკადემიის ისტორიის ნაწილი გახდება. კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცა, მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.