მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016

მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – ის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩართული იყვნენ მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016/ Future Public Speakers’ School 2016 , საქართველოს მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ პროექტში. რომელმაც, ახალგაზრდებს მისცა საშუალება განევითარებინათ სპიკერის უნარ-ჩვევები, დაუფლებოდნენ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, აუდიტორიასთან მუშაობას, შეესწავლათ და წარმოეჩინათ მათთვის საინტერესო საკითხები და თავიანთი ხედვა გაეზიარებინათ საზოგადოებისათვის.

პროექტი მიმდინარეობდა ოთხი კვირის განმავლობაში. გამოცდილი ხელმძღვანელები ფსიქოლოგებთან ერთად ზრუნავდნენ პროექტის აკადემიურ მხარეზე. მონაწილეები განაწილდნენ ჯგუფებში და დაიყვნენ წყვილებად.
პროექტი, პირობითად დაყოფილი იყო ორ ნაწილად: სასწავლო კურსის შინაარსისა და ამავე კურსის საპრეზენტაციო თემის მიხედვით.

პროექტის მიმდინარეობისას, პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – ის სტუდენტებით დაკომპლექტებული ოთხი წყვილი, შემდეგი პრეზენტაციებით:

1. ალტა ფანჩვიძე და მანანა ტყეშელაშვილი: „სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებები“
2. ნაზო ჭყოიძე და ნანა დევაძე: „სიღარიბე“
3. გიორგი საბანაძე და ფიქრია სახელაშვილი: „პეპლის ეფექტი მედიაში“
4. ერეკლე კეჟერაშვილი და ჯუმბერ სამაკაშვილი: “საგადასახადო ევთანაზია“.

2016 წლის 16 დეკემბერს “მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სტუმრებსა და მონაწილეებს მიმართეს Step-ის დამფუძნებლებმა და პროექტის მთავარმა ორგანიზატორებმა. პროექტი შეაჯამა, მიღწევებსა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის მთავარმა ორგანიზატორმა დავით ტაბიძემ . მან მადლობა გადაუხადა “მომავალ სპიკერთა სკოლა 2016”-ის მონაწილეებს, გადასცა სერტიფიკატები და უსურვა მომავალი კარიერული წინსვლა .