„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.

„მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.

2018 წლის 17 მაისს, ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენების“ სუპერფინალში გასული გუნდები ეწვივნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის სერვისცენტრს.
რუსთავის სერისცენტრის უფროსი ბატონი სულიკო ნანიტაშვილი და სერვისცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსწავლეებს. როგორც გადასახადების მომავალმა გადამხდელებმა, რუსთავის სერვისცენტრი დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სერვისცენტრებში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის შემოსავლების სამსახურს დაგეგმილი საინტერესო ექსკურსიისათვის.