„მომავლის ბიზნესმენების“ ბოლო ფინალური შეხვედრა

„მომავლის ბიზნესმენების“ ბოლო ფინალური შეხვედრა

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA -ში მიმდინარობს კონკურსი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“. მიმდინარე წლის 22 მარტს, აკადემიაში გაიმართა „მომავლის ბიზნესმენების“ ბოლო ფინალური შეხვედრა, რუსთავის მე-12 საჯარო სკოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართულ გიმნაზიის წინასწარ შერჩეულ გუნდებს შორის.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N12 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი ელინა ნასიბოვა გუნდის წევრები: ნიკა უზარაშვილი, ნინო სამარღანიშვილი, ქრისტინე ტირობიანი და ლინდა ბიჭიაშვილი.
N24-ე ქართულ გიმნაზიაში, გუნდის მენეჯერი გოგა ძერყორაშვილი გუნდის წევრები: ნინი მიქაძე, ქეთევან ბარათაშვილი, მანჩო გვრიტიშვილი და საბა მადარია.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 3 აპრილს სუპერფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ქალაქ რუსთავის თეატრში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.