მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო SBA-ში

მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო SBA-ში

📢მიმდინარე წლის 16 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში თეატრალური ხელოვნების თაყვანისმცემელთა საყვარელი მსახიობის, მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის,
🎭მურმან ჯინორიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
🎬ხელოვნება აყალიბებს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის პიროვნებას და აძლევს შესაძლებლობას ყოველდღიურ რუტინას შემოქმედებითი თვალით შეხედოს; მხოლოდ ჭეშმარიტ შედევრებს შეუძლიათ შეიტანონ წვლილი პიროვნების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და არსებულის რეალობის აღქმაში.
✔️საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მხარს უჭერს სტუდენტთა და პერსონალთა ინიციატივებს და გიწვევთ ყველასთვის საყვარელ უნიჭიერეს მსახიობ, მხატვრული კითხვის დიდოსტატ ბატონ მურმან ჯინორიასთან შესახვედრად.
📽ერთად გავილამაზოთ ცხოვრება.
➡️შემოქმედებით საღამოზე დასწრება შეუძლიათ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს.
➡️ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არა უგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა.
➡️რეგისტრაციისთვის შეავსეთ აღნიშნული ბმული:
📍მისამართი: თბილისი რუსთავის გზატკეცილი 18/22
📍საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს დარბაზი.