პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“

პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“

2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელობით განხორციელდა ინკლუზიური განათლების პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ .
აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულებისათვის კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნათია მირინაშვილი, ნანტითო მუსაევა, კობა ჭილაძე, დიანა ყუსამაშვილი, აკადემიამ უზრუნველყო სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყოფა, რის საფუძველზეც მოსწავლეები დაეუფლნენ ვებ-დიზაინის სასერტიფიკატო პროგრამას.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ. რომელსაც ესწრებოდნენ და შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე კოორდინატორმა მაია წულაძემ, სსიპ ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მეტრეველმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით დასაქმების კონსულტანტმა ლიკა მარტიაშვილმა და მოდულური პროგრამების გარე მხარდაჭერის ექსპერტმა, ეკატერინე ლუაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს, პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სასერტიფიკატო პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ კოკოჩაშვილის ნახატების გამოფენა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება აკადემიის ფოიეში.
აკადემია ულოცავს მიღწეულ წარმატებას კურსდამთავრებულებს და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.