საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის, ‘Skills4Jobs’ მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ პროფესიული განათლების სიახლეებს, გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება Covid-19-ის ფონზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თუ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელონ.
დეკემბერს განხილულ იქნა ახალი გამოწვევები და გადაჭრის გზები Covid-19-ის ფონზე
ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის დირექტორმა ია
ერაძემ,,რომელმაც აკადემიის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას,
აკადემია მადლობას უხდის პერსონალს, პროფესიულ მასწავლებლებს, სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან გამოწვევებს ითვისებენ და ახორციელებენ პრაქტიკაში თანამედროვე მიდგომებს.