საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენცია გაიმართა!
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა;
ნომინაციაში „ყველაზე მაღალტექნოლოგიური შეფასება“ გამარჯვებული გამოვლინდა ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი – გიორგი გაბედავა,
თემით „პროფესიული განათლების გენეზისისა და ინოვაციური მიდგომების ზოგიერთი ასპექტისათვის“.
აკადემიის პროფესიული მასწავლებლების მხრიდან წარმოდგენილმა თემებმა, აქტუალობითა და მიზნობრიობით გამორჩეულებმა, განსაკუთრებული მონოწება დაიმსახურეს ჟიურის მხრიდან, რამაც განაპირობა ნომინაციის „ჟიურის სიმპატიის“ დამატება;
აღნიშნული ნომინაცია მიენიჭათ:
პაატა ცაგარეიშვილი – საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი,
თემა: „პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მარტივიდ და ეფექტური თანამედროვე საშუალების გამოყენებით“
ირმა ქორთუა – „მეწარმოების“ ზოგადი მოდულის განმახორციელებელი,
თემა: “განმავითარებელი შეფასების მეთოდი: თამაში „ჯეოპარდი“
თამრიკო ხობელია და ქრისტინე მუსელიანი, ფარმაციის პროფესიული პროგრამის განმახორციელებლები,
თემა: „ლაბორატორიული პრაქტიკულების ინოვაციური სწავლება ფერადი რეაქციებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით მიკრობიოლოგიასა და ბიოქიმიაში.